ტრავერტინისგან შექმნილი მსლოფლიოში ცნობილი 3 კულტურული ძეგლი

 
 
 ტრავერტინი თანამედროვე არქიტექტურაში მასიურად გამოიყენება, არა თუ  შენობა- ნაგებობესის ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად, არამედ მისგან საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი ქმნიან. თუმცა ტრავერტინი თანამედროვეობის აღმოჩენა სულაც არ არის. იგი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გამოიყენებოდა .
დღეს გაგაცნობთ სამ ყველაზე ცნობილ კულტურულ ძეგლს, რომელიც ტრავერტინით არის შექმნილი.

პირველი და ყველაზე ცნობილი არის კოლიზეუმი, რომში. იგი ახ. წ 75-80 წწ აშენდა  და იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა, რომელიც 50000-80000 მაყურებელს იტევდა.


 
 
მეორე ცნობილი ძეგლი კი, რომელიც დღემდე თვალს ჭრის მნახველს არის Sacre Coeur პარიზში. ესაა რომანულ-ბიზანტიური სტილის ბაზილიკა. გარედან მოპირკეთებულია ტრავერტინით. გუმბათზე არსებული მოზაიკა,  კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.


 
და ბოლოს წარმოგიდგენთ ე.წ ბამბის სასახლეს იგივე ფამუქალეს, რომელიც თურქეთში მდებარეობს.
ფამუქალეს ტერასები ბუნებრივად, მაღალი წნევისა და კირქვის ურთიერთქმედების შედეგად შექმნილი ტრავერტინია. ეს კურორტი განთქმულია თერმული წყლებით. ბამბის სასახლე  არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილი თურქეთში და უნიკალური გეოლოგიური ფენომენი მსოფლიოში, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია  შეტანილი.


 
 
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ნებისმიერი ფორმისა და ზომის ტრავერტინს საუკეთესო ფასად. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

გაზიარება

თბილისი, დიდი დიღომი , ჯ.ბალანჩინის 6,იუნკერ შალვა ერისთავის 5.