ჩვენს შესახებ

კარიერებიდან - თქვენს დიზაინამდე!

10+ წელია ოლსთოუნი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ბუნებრივ ქვას, ინოვაციურ ზედაპირებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს — მასალის შერჩევიდან დამუშავებასა და მონტაჟამდე.

ვინ ვართ?

შენი პროექტის - ოქროს პარტნიორი!

ოლსთოუნი - საქართველოში ბუნებრივი ქვისა და თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და მიმწოდებელია. კომპანია აერთიანებს საერთაშორისო იმპორტს, პროდუქციის რეალიზაციას, ქვის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებასა და პროექტების კომპლექსურ მომსახურებას.

ჩვენი საქმიანობის საფუძველია ხარისხიანი მასალების შერჩევა, საერთაშორისო მომწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და განვითარებაზე მუდმივმა ზრუნვამ ოლსთოუნს საშუალება მისცა, ჩამოყალიბებულიყო სანდო პარტნიორად როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ისე არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის.

ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია ბუნებრივი ქვისა და თანამედროვე ზედაპირების ფართო არჩევანი: მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, კვარცი და სინტერირებული ქვა — მასალები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ტექსტურით, ფერთა გამით, ტექნიკური მახასიათებლებითა და გამოყენების შესაძლებლობებით.

ოლსთოუნისთვის თითოეული პროექტი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას — მასალის შერჩევიდან და კონსულტაციიდან დაწყებული, ქვის დამუშავებითა და საბოლოო მიწოდებით დასრულებული. ჩვენი მიზანია, თითოეული მასალა იქცეს გამორჩეული დიზაინის, ხარისხისა და გამძლეობის საფუძვლად.

ჩვენი ისტორია და გამოცდილება

ბუნებრივი ქვის მოპოვების, დამუშავებისა და მიწოდების სფეროში დაგროვილმა ათწლეულზე მეტმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა ოლსთოუნის განვითარებას. ლოკალური მიწოდების სისტემის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო გაყიდვების განვითარების მიზნით, 2016 წელს თბილისში დაფუძნდა დამოუკიდებელი კომპანია — ოლსთოუნი

დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია პროდუქციის ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი, თითოეული შეკვეთისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია.

თანმიმდევრულმა განვითარებამ, ხარისხზე ორიენტირებულმა საქმიანობამ და მომხმარებელთა ნდობამ ოლსთოუნს ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიცია მოუტანა. 2018 წელს კომპანიას დეკორატიული მასალების მიმართულებით „N1 ოქროს ბრენდის“ სტატუსი მიენიჭა — აღიარება, რომელიც ჩვენი საქმიანობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

დღეს ოლსთოუნი აგრძელებს ასორტიმენტის გაფართოებას, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის განვითარებასა და მომსახურების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება, არამედ ისეთი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც მომხმარებელს თითოეული პროექტის განხორციელების პროცესში საიმედო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორობა

allstone წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში. ჩვენი პარტნიორობა აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელ მასალებს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო ბრენდების გამორჩეულ კოლექციებსა და ხარისხის სტანდარტებს ადგილობრივ ბაზარზე.

პარტნიორი ბრენდები:

  • ASCALE

  • CIMSTONE

  • STONE FASHION

რატომ ოლსთოუნი?

ოლსთოუნის გუნდის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხზე, სანდოობასა და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება.

  • 10+ წლიანი გამოცდილება — ბუნებრივი ქვისა და თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების სფეროში.

  • 500+ ბიზნესპარტნიორი — არქიტექტორები, დიზაინერები, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები.

  • 300+ განხორციელებული პროექტი — სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების ობიექტებში.

  • საერთაშორისო პარტნიორობა — მრავალწლიანი თანამშრომლობა უცხოურ ბრენდებსა და მომწოდებლებთან.

  • ფართო ასორტიმენტი — ბუნებრივი და თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების მრავალფეროვანი არჩევანი.

  • თანამედროვე ტექნოლოგიები — ქვის დამუშავებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დანადგარები და ტექნიკური შესაძლებლობები.

ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული მომხმარებლისა და პროექტის მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება.

ჩვენი შესაძლებლობები

საკუთარი საწარმო და თანამედროვე ტექნოლოგიები

ოლსთოუნი გააჩნია საკუთარი საწარმოო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე CNC დანადგარები და პროფესიონალი ტექნიკური გუნდი.

ჩვენ ვახორციელებთ ბუნებრივი ქვისა და თანამედროვე ზედაპირების დამუშავებას, ინდივიდუალური დიზაინის მიხედვით ჭრასა და სხვადასხვა სირთულის ნაკეთობების დამზადებას.

საკუთარი საწარმოო რესურსები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გვაძლევს საშუალებას, თითოეული პროექტის მოთხოვნებს ზუსტად მოვერგოთ და იდეა მზა პროდუქტად ვაქციოთ.

მასალის შერჩევიდან საბოლოო დამუშავებამდე — თქვენი პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ერთ სივრცეში.

საერთაშორისო იმპორტი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხარისხიანი ბუნებრივი ქვისა და თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა და იმპორტი. საერთაშორისო მომწოდებლებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პროდუქცია და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი მასალები.

მრავალფეროვანი პროდუქცია

ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, კვარცი და სინტერირებული ქვა და პორსელანის ზედაპირები. განსხვავებული ფერები, ტექსტურები, ფაქტურები და ფორმატები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს მასალა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე არქიტექტურული პროექტებისათვის.

.

პროექტების კომპლექსური მომსახურება

ვთანამშრომლობთ კერძო მომხმარებლებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, მშენებლებსა და დეველოპერულ კომპანიებთან. ვეხმარებით მათ მასალის შერჩევაში, რაოდენობების განსაზღვრაში, დამუშავებისა და მიწოდების პროცესის დაგეგმვაში.

პროექტის სრული ტექნიკური მომსახურება

ჩვენი ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს ობიექტზე აზომვას, პროექტის ტექნიკურ დაგეგმვასა და მასალის საჭირო პარამეტრების განსაზღვრას.

აზომვის საფუძველზე ვამზადებთ ქვის ინდივიდუალურ ნაკეთობებს, ვითვალისწინებთ დიზაინის თავისებურებებსა და პროექტის ტექნიკურ მოთხოვნებს.

მასალის შერჩევიდან დამუშავებამდე, მიწოდებასა და მონტაჟამდე — ოლსთოუნი უზრუნველყოფს პროექტის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს.

პროფესიონალური კონსულტაცია

ჩვენი გუნდი მომხმარებელს ეხმარება მასალის ტექნიკური და ვიზუალური მახასიათებლების შეფასებაში, გამოყენების სფეროს განსაზღვრასა და კონკრეტული პროექტისთვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში.

ლოგისტიკა და მიწოდება

შეკვეთების დაგეგმვა, ტრანსპორტირების ორგანიზება და მასალების მიწოდება ჩვენი მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია. ვცდილობთ, თითოეული შეკვეთა განხორციელდეს შეთანხმებული პირობებისა და ვადების დაცვით.

სასაწყობე სივრცე და პროდუქციის ხელმისაწვდომობა

თბილისში მდებარე ჩვენი სასაწყობე ობიექტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ადგილზე დაათვალიეროს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, შეადაროს მასალების ფერები, ტექსტურები და ზედაპირები და შეარჩიოს საკუთარი პროექტისთვის სასურველი ვარიანტი.

დიდი არჩევანი, სხვადასხვა ფორმატის, ზომისა და სისქის პროდუქცია მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღების პროცესს უმარტივებს. ადგილზე შესაძლებელია პროდუქციის ხელმისაწვდომობის გადამოწმება, შეკვეთის შეთანხმება და ტრანსპორტირების დაგეგმვა.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტული გარემო, სადაც მასალის შერჩევა, კონსულტაცია და შეძენა ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.

ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი მასალა მხოლოდ პროექტის ნაწილი არ არის — ის სივრცის ხასიათს, ესთეტიკასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს.

სწორედ ამიტომ, ვაერთიანებთ გამოცდილებას, საერთაშორისო პარტნიორობას, მრავალფეროვან არჩევანსა და თანამედროვე დამუშავების შესაძლებლობებს, რათა თითოეული პროექტისთვის შევქმნათ ხარისხიანი და საიმედო გადაწყვეტა.

ოლსთოუნი - თქვენი პროექტის ოქროს პარტნიორი, ყველა ქვა ერთ სივრცეში!

შენი პროექტის - ოქროს პარტნიორი!
შენი პროექტის - ოქროს პარტნიორი!
შენი პროექტის - ოქროს პარტნიორი!
შენი პროექტის - ოქროს პარტნიორი!

რატომ ჩვენ?

why AllStone?

საინტერესო ფაქტები

ჩვენი მიღწევები

10+

Years of Experience

building2

300+

Completed Projects

1000+

Satisfied Clients

10+

International Suppliers