საფრთხე მოსაპირკეთებელ ფილებში

ინტერიერისა და ექსტერიერი მოსაპირკეთებელი ფილები, მასალა, რომელსაც მომხმარებელი გემოვნებისა და ფასის მიხედვით არჩევს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მათი მოქმედება შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, ეს ის ბუნებრივი მასალებია, რომელსაც ყველაზე ხშირად ფასადების, ასევე შიდა ინტერიერის მოსაპირკეთებლადაც იყენებენ. რა სხვაობაა მათ შორის და რომელზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომ ერთი შეხედვით ლამაზმა მოპირკეთებულმა სახლმა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ავთვისებიანი სიმსივნით დაავადება არ გამოიწვიოს.

 

საქართველოს მასშტაბით უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს, ხალხი ბინებს უბნის, სეისმური მდგრადობის, ინფრასტრუქტურის, ფასისა და სხვადასხვა კრიტერიუმით არჩევს, თუმცა არავინ იცის, რომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ რამდენად უსაფრთხო მასალითაა მოპირკეთებული კორპუსი, რომელშიც ცხოვრება მყიდველს ბევრი წლის მანძილზე მოუწევს.

 

საქართველოს მასშტაბით უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს, ხალხი ბინებს უბნის, სეისმური მდგრადობის, ინფრასტრუქტურის, ფასისა და სხვადასხვა კრიტერიუმით არჩევს, თუმცა არავინ იცის, რომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ რამდენად უსაფრთხო მასალითაა მოპირკეთებული კორპუსი, რომელშიც ცხოვრება მყიდველს ბევრი წლის მანძილზე მოუწევს. მოითხოვეთ საბუთი, რომელიც მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალის უსაფრთხოებას მოწმობს. ამ შემთხვევაში საქმე მარტივადაა, რადგან ნებისმიერ კარგ სამშნებლო კომპანიას მსგავსი საბუთი ექნება და მისი გადამოწმების შესაძლებლობაც მოგეცემათ, თუმცა როცა ახალ ბინას ყიდულობთ , რემონტის გაკეთებაც გიწევთ, აქ უკვე თავად უნდა იზრუნოთ სარემონტოდ ნაყიდი ფილების უსაფრთხოების დადგენაზე. რადიაციული მოქმედება შეიძლება ულამაზესი ფილის უკან იმალებოდეს, ფილის რომელიც თქვენ სახლში ძალიან ბევრი წელი დარჩება და რომლის მავნე ზემოქმედება ყოველდღიურად, უხილავად მოხდება თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრებზე.

 

----ექიმი--- რა შეიძლება გამოიწვიოს სახლში არსებულმა გადაჭარბებულმა რადიაციამ?

 

რადიაცია მის მავნე მოქმედებას ჩვენზე ისედაც ახდენს, გარემოში ის ისედაც არსებობს, გარდა ამისა გვიწევს ისეთი სამედიცინო კვლებევის ჩატარება, რომელიც რადიაციულ დასხივებას ახდენს ჩვენს ორგანიზმე, მაგალითად რენტგენის, ან კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, თუმცა დამატებითი დასხივებიგან თავის დაცვა შესაძლებელია. მოსაპირკეთებელი მასალებიდან ყველაზე ხშირად გადაჭარბებული რადიაცისს დონე ბუნებრივ გრანიტშია.

 

----გეოლოგი--- რატომ გვხვდება ყველაზე ხშირად ბუნებრივ გრანიტში რადიაცია?

 

მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ გრანიტის ფილას აარჩევთ და მისი ფასიც დაგაკმაყოფილებთ, მოითხოვეთ საბუთი, რომელიც პროდუქციის უსაფრთოებაში დაგარწმუნებთ. იმპორტირებული პროდუქციის განსაზღვრა რადიაციის დონეზე, საქართველოს საზღვარზე უნდა ხდებოდეს, თუმცა ბაზარზე, იმპორტირებულის გარდა, საქართველოში ნაწარმოები ქვებიც იყიდება.

 

იმაში დასარწმუნებლად, რომ ფილა არარადიაციულია, შეგიძლიათ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმართოთ, სადაც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, ბიუროს წარმომადგენელი ფილას სპეციალური ხელსაწყთი შეგიმოწმებთ

 

---- ბიუროს წარმომადგენელი---- რამდენად ხშირად მოგმათავენ ამ კვლევისთვის? ხშირია თუ არა რადიაციის აღმოჩენის ფაქტები თქვენს მიერ?

 

აღნიშნული ხელსაწყოთი რადიაციის გაზომვას რამდენიმე წამი სჭირდება და ამ პროცესის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მარტივად გააკეთოთ არჩევანი. გარდა ამისა, თუ თქვენი სახლში უკვე მოპირკეთებულია, შეგიძლიათ იგივე ხელსაწყოს გამოყენებით შეამოწმოთ რადიაციული გამოსხივების დონე თქვენს საცხოვრებელ სახლში.

 

გაითვალისწინეთ რადიაცია ჰაერზე მძიმეა, ამიტომ ის ყოველთვის დაბლაა, თუ თქვენ სახლში არსებული ფილები დასაშვებ ნორმაზე მეტ რადიაციულ ნივთიერებებს შეიცავს, იცოდეთ, პირველ სართულზე ყოველთვის მეტი იქნება რადიაციული გამოსხივება, ვიდრე მომდევნო სართულებზე.

 

რადიაციული გამოსხივებით არ გამოირჩევა მარმარილო, ის უსაფრთხოა, თუმცა მარმარილო ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული მოსაპირკეთებილი ქვაა, ასევე უსაფრთხოა ბუნებრივი ქვა ტრავერტინი, მასში რადიაციული დონე დასაშვებ ნორმაზე დაბალია და ეკოლოგიურია, მარმარილოსთან და გრანიტთან შედარებით მსუბუქია, შესაბამისად დასამუშავებლადაც ადვილი, ასევე მისი ფოროვანი სტრუქტურის გამო, ის გრანიტზე და მარმარილოზე მეტად ახდენს ხმისა და ტემპერატურის იზოლაციას, მიუხედავად იმისა, რომ ის ფხვიერია, საკმაოდ მყარი და გამძლეა. ტრავერტინი არ იჟანგება, არ ლპება და არ იწვის, ასევე უძლებს ყინვას. ტრავერტინი არის კალციუმის კარბონატი, რომელიც წყალსაცავების ფსკერზე ილექება, ის ჩვენ წელტაღრიცხვამდეც გამოიყენებოდა, მაგალითად ტრავერტინითაა მოპირკეთებული კოლისეუმი. დღეს ტრავერტინი განსაკუთრებულ მოსაპირკეთებელ ქვად ითვლება როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში. ბუნებრივი ქვებით მოპირკეთებული შენობების 90 პროცენტი, სწორედ ტრავერტინითაა დაფარული.

 

ტრავერტინი არსებობს ბუნებრივი და ხელოვნურიც, ხელოვნური ორნაირია, ერთ შემთხვევაში, ქვას ფშვნიან ცემენტს ბეტონს და სხვადასხვა მასალას ურევენ, შემდეგ სასურველ ფორმებში ასხამენ და ფილის იმიტაციას ქმნიან, ასეთი ტრავერტინი საშიში არ არის, თუმცა გამძლეობის თვალსაზრისით ბუნებრივს ვერ შეედრება. ასევე ხშირია, სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალებით შენობების მოპირკეთება და ტრავერტინის მაგვარი ზედაბირის იმიტაციის შექმნა, თუმცა ასეთი ფალსიფიკაცია ადვილი შესამჩნევია და მას საერთო არაფერი აქვს ბუნებრივ ქვასთან.



   

Поделиться

Тбилиси, Диди Дигоми, Дж. Баланчини 6