ტრავერტინი თუ მარმარილო?

  

რა განსხვავებაა ტრავერტინსა და მარმარილოს შორის ?

ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა ჩვენს საიტზე, ამიტომ გადავწყვიტე თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო და გიხსნათ ამ დილემისაგან.
ტრავერტინი და მარმარილო ორივე ბუნებრივი და საკმაოდ გამძლე ქვაა. გრანიტისა და კვარცისგან განსხვავებით  ისინი რბილი ქვებია და მათგან შეგვიძლია გამოვჭრათ ნებისმიერი ფორმისა და ზომის ფილა. როდესაც მომხმარებელს ესმის „ რბილი ქვა“ ხშირად ეს გაუგებრობას იწვევს,  თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი შენობა, კოლიზეუმი სწორედ ტრავერტინითაა მოპირკეთებული  და ის ფაქტი, რომ მან დღემდე მოაღწია ამ მასალის მდგრადობაზე მიუთითებს.
 
 
                                                                                          
 ეს ორი ქვა წარმოიშვა წნევისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ უძლებს მაღალ ტემპერატურასა და წნევას. ტრავერტინის ფილა, უფრო მდგრადია, ვიდრე მარმარილო. მოსის სკალაზე ტრავერტინი არის 4-სა და 5 -ს შორის ხოლო მარმარილო 3-სა და 4-ს შორის.
განსხვავდება მათი ზედაპირიც. ტრავერტინი უფრო ფოროვანი ქვაა თუმა არსებობს, დამუშავებული, ამოვსებული და გაპრიალები ტრავერტინი, რომელიც ერთი  შეხედვით შეიძლება მივამსგავსოთ კიდეც მარმარილოს.



მარმარილო დაწყებული ნაცრისფერიდან, ბეჟ, ოქროსფერ, მუქ ყავისფერ და შავ ფერშიც  კი არსებობს.
ტრავეერტინი გვხვდება უფრ თბილ, ხმელთაშუაზღვისპირულ, მიწის ფერებში რაც უფრო აახლოვებს ბუნებასთან. ასეთი ფერები ამშვიდებს, ადამიანს უქმნის სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას.
განსხვავებით ზოგი ბუნებრივი ქვისგან ეს ორი ქვა არის ეკოლოგიურად სუფთა. მარმარილოს რადიაცია დასაშვებ ნორმებში ჯდება, ტრავერტინის კი დასაშვებ ნორმაზე ბევრად უფრო დაბალია.





ვიმედოვნებ,  თქვენს ყველა კითხვას ამომწურავად გავეცი პასუხი, განსხვავება ამ ორ ქვას შორის მკაფიოდ დაგანახეთ და არჩევანიც  გაგიმარტივეთ. მაგრამ თუ მაინც დარჩა პასუხგაუცემელი კითხვა, მოგვწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.
 

გაზიარება

თბილისი, დიდი დიღომი , ჯ.ბალანჩინის 6,იუნკერ შალვა ერისთავის 5.